სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღესასწაული აჭყვას საჯარო სკოლაში
16-04-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.

თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ქართველი პოეტების დიდებული ლექსები წაიკითხეს და ქართული სიტყვა შეამკეს, რომელმაც ქართული სული დღემდე მოიტანა. მათ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„ქართული სიტყვის მადლმა გადაარჩინა ქართველი ერი გადაშენებას. ქართულმა სიტყვამ ათას ქარტეხილს გაუძლო, რჯულიანსა და ურჯულოს ხმალით ეგებებოდა.
„ქართული მარტო ენაა, ქართული ქართველთ რწმენაა...“,- ეს გზავნილები გასდევდა ღონისძიებებს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

2026 წლის მასწავლებელთა გამოცდაზაზე გამოყენებული ყველა ტესტი

საბავშვო ბაღებში სათამაშოების რეცხვისა და დეზინფიცირების სიხშირე კანონით არის დადგენილი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება