| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლის VIIგ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო ჩხეტიას ხელმძღვანელობით, მოამზადეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი პოემა „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტზე დაყრდნობით.
მოსწავლეებმა სიუჟეტზე დაყრდნობით შექმნეს გათანამედროვებული სცენარი, თავადვე მოირგეს პერსონაჟების როლები, გამოავლინეს რეჟისორული უნარები და დაამონტაჟეს ფილმი.
ფილმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი.
პრემიერამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები მრავალმხრივ განვითარებული და შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებულები არიან“, - აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას