| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წელს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში საქართველოსთვის, დიდი ტრაგედიისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე გაისხსენეს.
35 წლის შემდეგ, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, სკოლის მოსწავლეებმა, სცენაზე გააცოცხლეს „ხეებზე გაკრული ლექსები“, რომლებიც მაშინ პოეტებმა ამ დღეს მიუძღვნეს.
ღონისძიების ორგანიზატორი, სცენარისტი და რეჟისორი, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ანა გოგავა გახლდათ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მე-9ვ (დამრიგებელი ზურა ზვიადაძე), მე-8დ (დამრიგებელი თამთა ხაჭაპურიძე), მე-6ვ (დამრიგებელი ანა გოგავა) და მე-5ა (დამრიგებელი ნატო რუხაძე) კლასების მოსწავლეებმა, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედიისა და, ამავდროულად, ყველაზე დიდი გამარჯვების შესახებ ემოციური სანახაობა გამართეს.
„9 აპრილი უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელმაც ერად არსებობა გაგვაგრძელებინა და შესაბამისად, სახელმწიფოც შედგა, მთავარი მონაპოვრით – თავისუფლებით.
35 წლის განმავლობაში ქვეყანამ გამოიარა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, პუტჩი, ვარდების რევოლუცია, აგვისტოს ომი, თუმცა 9 აპრილი ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი პირველი ფურცელი და ჩვენც, ქართველი ერი, ყოველთვის გავიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს“,- აღნიშნავენ სკოლაში, ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს დასძენენ, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს დღე მხოლოდ გლოვის დღედ არ გვახსოვდეს, ეს დღე იყოს ჩვენთვის იმ დღის მოგონება, რომელმაც გაგვაერთიანა, რომელმაც კიდევ ერთხელ ყველა შეგვკრა იმ საერთო მიზნისთვის, საერთო ამოცანისთვის, რასაც საქართველოს განვითარება, საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს თავისუფლება ჰქვია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი