სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

5000-მდე მასწავლებელს სტატუსი შეეცვალა - რამდენი უფროსი, წამყვანი და მენტორი პედაგოგი ჰყავს სისტემას - სამინისტროს ანგარიში 2023
11-04-2024
-
+


განათლების სამინისტროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში, მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და კარიერული წინსვლის მხარდაჭერის პროგრამის მიმოხილვისას, დეტალურადაა განხილული, საანგარიშო პერიოდში სკოლებში რამდენი პედაგოგია განაწილებული, სტატუსების მიხედვით; დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რამდენმა მასწავლებელმა შეიცვალა სტატუსი.

მაშ ასე: საანგარიშო პერიოდში სკოლაში გადანაწილებულია 60 444 მასწავლებელი. მათ შორის: პრაქტიკოსი - 1362, უფროსი - 41 709, წამყვანი - 9 112, მენტორი - 770, მაძიებელი - 722 და სტატუსის გარეშე - 6 767; ასევე სისტემაში გადანაწილებულია 2 226 სპეციალური მასწავლებელი, მათ შორის: 638 პრაქტიკოსი, 1 493  უფროსი, 10 წამყვანი, 85 უსტატუსო.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, სტატუსი შეიცვალა 4719-მა მასწავლებელმა (402 - მენტორი - 1 571, წამყვანი და 2 746 უფროსი). 357-მა სპეციალურმა მასწავლებელმა მოიპოვა სტატუსი, 186-მა პრაქტიკოსის, 156-მა - უფროსი სპეციალური მასწავლებლის და 5-მა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

მასწავლებელთა მაძიებლობის პროგრამის აკადემიური კურსი წარმატებით დაასრულა 392-მა მაძიებელმა მასწავლებელმა, მასწავლებელთა მაძიებლობის პროგრამაში დამატებით ჩაერთო 443 მასწავლებელი; მასწავლებლობის მაძიებლის პროგრამის წარმატებით დასრულების და საგნის გამოცდის ჩაბარების შედეგად 320 მასწავლებელმა მოიპოვა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება