| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა.
სკოლაში გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით - „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“ და მასში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, არც ისე შორეულ წარსულში „იმოგზაურეს“ და სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს თავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დალი ხეცურიანი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ისაუბრა 9 აპრილის მნიშვნელობაზე, მხატვრულად წაიკითხა შ. ნიშნიანიძის ლექსი - „სიზმრად ვნახე თეთრი გედი“, ხოლო მე-8 კლასის მოსწავლეებმა ლექსებთან ერთად წაიკითხეს 9 აპრილს მონაწილეთა და დაზარალებულთა მოგონებები.
ღონისძიება დასრულდა სიმბოლური სიმღერით - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა