სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლაში 9 აპრილის გმირთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
11-04-2024
-
+


მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს უახლესი ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ რჩება. 

ა️მჯერად, სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით, ნაზიბროლა გულბანის ხელმძღვანელობით, თემატური ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. 

მათ სკოლის ეზო ტიტებით მორთეს, ლექსები წაიკითხეს, სანთლები დაანთეს და გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თემატური ნახატი კი მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი სართანიამ დახატა. 

მოსწავლეებს 9 აპრილის ტრაგედიაზე პედაგოგი მურთაზ ფალიანი ესაუბრა. ღონისძიება დიდი პოეტის, ლადო ასათიანის ლექსის - „საქართველო“ შემდეგი სტროფით დაასრულეს: 

„რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ,
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე“.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება