სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვქმნით პოსტერებს „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებზე“ - დედაენის დღის​ადმი მიძღვნილი კვირეული წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
11-04-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღსანიშნავი კვირეული დაიწყო. 

პირველივე დღეს, მე-6ა კლასში, დამრიგებელის - თამილა ჭოლაძისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - დოდო ხაჩიძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია, თემაზე - „ვქმნით პოსტერებს „ვეფხისტყაოსნის აფორიზმებზე“.

მოსწავლეებმა, სურვილისამებრ შერჩეული აფორიზმების მიხედვით, სკოლაში წარადგინეს პოსტერები, ისაუბრეს შოთა რუსთაველის დამსახურებაზე, აფორიზმების აზრობრივ დატვირთვასა და მნიშვნელობაზე, წარმოდგენილი მასალის არჩეულ აფორიზმთან შესაბამისობაზე.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ აქტივობით მოსწავლეებს განუვითარდათ პრეზენტაციის, კვლევა-ძიების, ინფორმაციის დახარისხების, ანალიზის და შეფასების უნარები.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ და დირექტორის მოადგილე დალი სილაგაძემ დადებითად შეაფასეს გაკვეთილი, მოსწავლეთა ნაშრომები და უსურვეს მათ წარმატებები.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება