| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში კიდევ ერთი შთამბეჭდავი და შემეცნებითი დღე ჩაიწერა.
გიმნაზიის IIა (დამრიგებელი ეკა ხეჩუაშვილი) და IIბ (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) კლასის მოსწავლეები, ბუნების საგნის სასკოლო პროგრამის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს შიდა სივრცე, გაეცნენ ოპერატორების მუშაობას.
ასევე, მათ საშუალება ჰქონდათ პრეზენტაციის სახით გაეგოთ ცენტრის მთავარი მიზანი, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კონკრეტული საფრთხეების შემთხვევაში პრევენცია და სწრაფი რეაგირებაა. მოსწავლეებმა ნახეს ასევე ვიდეორგოლი, თუ როგორ მიმართონ საჭიროების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს - 112-ს.
როგორც გიმნაზიაში გვიყვებიან, მოზარდები უდიდესი შთაბეჭდილებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში და კიდევ ერთი საინტერესო და საგანმანათლებლო დღე ჩაიწერა მათ მეხსიერებაში.
იხილეთ ფოტოები:გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას