სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თხინვალის საჯარო სკოლაში, სპორტის საერთაშორისო დღსთან დაკავშირებით, მინი ფეხბურთში, ფრენბურთსა და კალათბურთში ტურნირები მოეწყო
11-04-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, შესაბამისად, სკოლაში ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება. 

6 აპრილს, სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

თხინვალის საჯარო სკოლაში მოეწყო ტურნირები მინი ფეხბურთში, ფრენბურთსა და კალათბურთში. დასასრულს მოეწყო მარათონი სირბილში.

სპორტული ღონისძიება მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და ბავშვებისთვის სახალისო აღმოჩნდა. 

„სპორტი ხელს უწყობს სამყაროში პოზიტიურ ცვლილებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია. 

6 აპრილი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, 2013 წელს,  მშვიდობისა და განვითარებისთვის (IDSDP) სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და  2014 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

ეს დღე იძლევა შესაძლებლობას აღვნიშნოთ სპორტის ძალა, რომელიც ხელს უწყობს სოციალური ცვლილებების განვითარებას, საზოგადოების განვითარებას, სამართლიანობისა და ჩართულობის წახალისებას და მშვიდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება