| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში პოეზიისადმი სიყვარულის გაღვივებასა და ქართველი პოეტების შემოქმედების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში პოეზიის საერთაშორისო დღე და ანა კალანდაძის, საიუბილეო, 100 წლისთავი აღინიშნა შემოქმედებითი ღონისძიებით - „რომ ფრთებს უფრორე ძლიერად ვშლიდეთ!“.
ღონისძიებაში IVდ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელის ეკა ქართველიშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა მრავალფეროვნად, ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს ანა კალანდაძის ბიოგრაფია, შემოქმედება, მისი პოეზია და მოგონებები პოეტის შესახებ.
ღონისძიებაზე გაჟღერდა ანა კალანდაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები: „საქართველოო, ლამაზო“, „პაწაწინა რტო ვარ“... ღონისძიებაზე, ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსი, ცეკვა და სიმღერა, რამაც დამსწრეთა დიდი ყურადღება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე, სტუმრად იმყოფებოდნენ ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები, ნიკეას მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლისა და ბაღების პედაგოგები და მეთოდისტები, მერიის თანამშრომლები, პოეტები და მწერლები.
ღონისძიების დასასრულს, სკოლის ფოიეში, ანა კალანდაძის საიუბილეო - 100 წლისთავისადმი მიძღვნილი, ანას კალიგრაფიით შექმნილი სტენდის გახსნის ცერემონია გაიმართა, ცერემონიას, სპეციალურად მოწვეული პროექტ - „ლექსი კედელზე“, იდეის ავტორი შალვა კამლაძე და ქუთაისის N17 სკოლის ჰიმნის ავტორი ფატი დვალიშვილი ესწრებოდნენ.
კლასის ხელმძღვანელი მადლობას უხდის მოსწავლეებს, მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციას და მოწვეულ სტუმრებს თანადგომისა და დაფასებისათვის!
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას