სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვანთის საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება ჩატარდა
05-04-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე სხვადასხვა საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია world vision-ის ინიციატივით, მოსწავლეებს შემეცნებითი საუბრები ჩაუტარდათ. 

world vision-ის წარმომადგენლებმა ბავშვებს მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია აუტიზმის შესახებ და ბავშვებთან ერთად სტერეოტიპები დაამსხვრიეს. მოწაფეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს საკითხის მიმართ და მონაწილეობა მიიღეს სახალისო აქტივობებში.

2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს დღე აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება