სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყველაზე დიდი წარმატება ჩემთვის ის სითბო და სიყვარულია, რასაც ბავშვებისგან ვგრძნობ“- ირა რუხაია, გაჭედილის საჯარო სკოლის მასწავლებელი
04-04-2024
-
+


გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის მასწავლებელი ირა რუხაია ის პედაგოგია, რომელიც მოსწავლეთა წინსვლაზე დაუღალავად ზრუნავს. უყვარს, როდესაც კლასში მხოლოდ საქმიანი ხმაური ისმის და ყველაზე მეტად მოსწავლეთა სითბოს აფასებს. 

მის შესახებ საინტერესო ფაქტია ისიც, რომ მოსწავლეობის პერიოდში ასტროლოგია აინტერესებდა. პედაგოგმა სხვადასხვა საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- თავისი საქმის პროფესიონალი, სამართლიანი, კრეატიული.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მოსწავლეები ექვემდებარებიან სკოლაში მასწავლებლის მითითებებს, ისმის მხოლოდ საქმიანი ხმაური.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- რა იყო გაუგებარი?

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- იმ პროფესიას ავირჩევდი, რაც უფრო პოპულარულია დღეს და შემოსავლიანი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- მეგობრული, შრომისმოყვარე, კრეატიული.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ყველაზე დიდი წარმატება და მიღწევა ჩემთვის ის სითბო და სიყვარულია, რასაც ბავშვებისგან ვგრძნობ.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ასტროლოგია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება