| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის ხელოვნების კლუბის წევრები სხვადასხვა საინტერესო და შემოქმედებით პროექტებში დიდი მონდომებით ერთვებიან სადაც წარმატებას აღწევენ.
Art-დინოვი - ეს არის იდლიანის საჯარო სკოლის ხელოვნების კლუბი, კონცეფციით „ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე“. კლუბში გაერთიანებულია 12 გოგონა. ისინი იდლიანის თემის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მუშაობენ, რომ ძველ ნივთებს შესძინონ ახალი სიცოცხლე. იქნება ეს, ძველი, მობეზრებული ტანისამოსი, ხის ნარჩენი მასალა თუ ა.შ.
აღსანიშნავია, რომ Art-დინოვი მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში, გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხა კი ხმარდება სხვადასხვა სოციალურ ინიციატივებს.
მათ შორის იყო პროექტი - „ახალგაზრდების ხმა სვანეთიდან“, სადაც მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიეს და გაიმარჯვეს.
„მაღალმთიანი სვანეთის, ისეთი მიუვალი თემისთვის, როგორიც იდლიანია და რომელიც ძალიან შორს არის დაბა მესტიიდან დაშორებული, ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა ფორმალური განათლების გარდა დაინტერესდნენ სხვა სფეროებით, Art-დინოვი კი აღმოჩნდა ახალი შესაძლებლობა, ახალგაზრდების ნიჭისა და მისწრაფებების რეალიზებისა და განვითარებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
გუნდის წევრები ეხმარებიან სოციალურად დაუცველ თანატოლებს, აწყობენ სხვადასხვა კულტურულ თუ შემეცნებით ღონისძიებებს.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება