| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის სპეცმასწავლებლის - მარიამ სარიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა ბარი ლევინსონის ფილმის - „წვიმის კაცის“ ჩვენება.
ფილმის ყურების შემდეგ მოსწავლეებმა განიხილეს საკითხი. მათ საინტერესოდ იმსჯელეს, მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ მარიამ სარიშვილს საინტერესო აქტივობისთვის.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება