სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს კარგად ორგანიზებულ გაკვეთილს“ - ანნა სეხნიაშვილი, ცერონისის საჯარო სკოლის მასწავლებელი
04-04-2024
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ანნა სეხნიაშვილი მოსწავლეთა მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს. ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ პედაგოგი გაკვეთილზე ყველაზე ხშირად შემდეგ ფრაზას იყენებს - „საყვარელო, შენ ეს აუცილებლად გამოგივა“.

მისთვის მასწავლებლობა, პირველ რიგში, ბავშვების სიყვარულთან ასოცირდება. ფიქრობს, რომ  საკლასო ოთახში დისციპლინა კარგად ორგანიზებულ გაკვეთილს ნიშნავს. ამ და სხვა საკითხებზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა. 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
  • ბავშვის სიყვარული;
  • თუ გინდა რომ ასწავლო, თავად უნდა ისწავლო;
  • უნდა იყო მოტივირებული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- კარგად ორგანიზებულ გაკვეთილს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- საყვარელო, შენ ეს აუცილებლად გამოგივა.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- პედაგოგობას ავირჩევდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ჩვენი საყვარელი, კეთილი და თბილი მასწავლებელი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ბავშვის გაბრწყინებული სახე, როცა ჰგონია, რომ შეუძლებელი შეძლო.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მათემატიკა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება