სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საოცარი ბავშვები“ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლიდან - მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების დასკვნით ეტაპზე პოსტერი შექმნეს
04-04-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ფარგლებშიც პედაგოგები მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობებსა და გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-2 ა კლასში, პედაგოგ იამზე წულუკიძის ხელმძღვანელობით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილი კომპლექსური დავალების დასკვნით ეტაპს მოიცავდა. 

დავალების თემა - „საოცარი ბავშვები“ გახლდათ, რომლის შესრულების შემდგომ, მოსწავლეებმა პოსტერი „რა უყვართ ბავშვებს და რატომ?“ შექმნეს. ბავშვებმა კლასში, მუშაობის პროცესში ისეთი მაგალითები მოიყვანეს, რომლებიც პოსტერის სათაურს შეესატყვისებოდა. მათ შეარჩიეს სათაურის შესაბამისი წარწერები და ილუსტრაციები. ნაწარმოებთა პერსონაჟები შეადარეს საკუთარ თავს.

დავალების წარდგენა მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა და სახალისოც, სკოლაში გვიამბობენ, რომ ბავშვებს „სურვილი გაუჩნდათ, კვლავ იმუშაონ მსგავს კომპლექსურ დავალებაზე“, რაც გასაკვირი სულაც არ არის - მსგავსი გაკვეთილები და დავალებები ხომ მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება