სიახლეები
საინტერესო

თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გაიმართება
23-05-2018
-
+


თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წელს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ ორ (მე-11 და მე-6) პავილიონს მოიცავს. პროექტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, მე-6 პავილიონი უმასპინძლებს პატარა მკითხველებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვიონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ კუთხეს. მე-11 პავილიონში კი წიგნის მოყვარულთათვის სრულად იქნება წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა ორგანიზაცია.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის ფოკუსქვეყანა გერმანიაა. ფესტივალის ისტორიაში პირველად მონაწილეობს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც საქართველოს დიდი დელეგაციით ესტუმრება. ფესტივალი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებს, გერმანელ გამომცემლებსა და სამ თანამედროვე ავტორს - ულა ლენცეს, ოლგა გრიაზნოვას და კატია პეტროვსკაიას უმასპინძლებს, რომლებიც გამართავენ სხვადასხვა ღონისძიებას და შეხვდებიან მკითხველებს. ფესტივალის ოფიციალურ გახსნას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაესწრება. 

წელს ფესტივალზე დარეგისტრირებულია 70-მდე მონაწილე, რომლებიც წიგნის მოყვარულებს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებენ. უკვე დაგეგმილია 100-მდე ღონისძიება, მათ შორის, ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა, პროფესიული სემინარები, პანელ-დისკუსიები და კონცერტები. გარდა ამისა, გამოავლენენ საუკეთესო ბლოგერებს, მოეწყობა კოსტუმირებული კარნავალი და, რაც მთავარია, წარადგენენ სპეციალურ სტუმრებს. გამომცემლობა „ინტელექტის“ ორგანიზებითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით საქართველოში ჩამოვლენ და მკითხველებთან შეხვედრებს გამართავენ ცნობილი თანამედროვე რუსი მწერალი, დრამატურგი ვლადიმირ სოროკინი, ნორვეგიელი მწერალი, ჟურნალისტი, დიდი ნორვეგიული გამომცემლობის „კაპელენ დამის“ რედაქტორი ბერნარ ლ. მორი და გერმანიაში აღიარებული ქართველი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორი ნინო ხარატიშვილი. თინეიჯერებს განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და „გამომცემლობა პალიტრა L“ - საპატიო სტუმრის სტატუსით ფესტივალს „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი ეწვევა. 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2018-ის კიდევ ერთი სიახლეა პროექტი „მსახიობები ლიტერატურისათვის“ - სამი დღის განმავლობაში (1, 2 და 3 ივნისს) მე-11 პავილიონში კინოსა და თეატრის 25 ქართველი მსახიობი მკითხველთა წინაშე წარადგენს წიგნებს და გამართავს საჯარო კითხვას.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება