სიახლეები


საქართველოში სახლის დალაგებაზე ქალი საშუალოდ 438 დღეს ხარჯავს, კაცი - 28 დღეს
22-05-2018
-
+


„აიფიემ კვლევებმა“ საქართველოს მასშტაბით 1000 ადამიანი გამოკითხა, რათა გაერკვია, რა დროს ხარჯავენ ადამიანები ისეთ აქტივობაზე, როგორიც სახლის დალაგებაა.

ამ საოჯახო საქმიანობის გადანაწილება, როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადად, ქალებზე ხდება. კვირაში მინიმუმ ერთხელ, სახლის დალაგებით ქალ რესპონდენტთა 95% არის დაკავებული. მაშინ, როცა ამ სიხშირით კაცების მხოლოდ 16% ალაგებს სახლს.

როგორც აღმოჩნდა, სახლის დალაგებაში ყველაზე მეტ დროს 45-54 ასაკობრივი კატეგორიის ქალები ხარჯავენ, ყველაზე მცირე დროს კი 35-44 წლის კაცები (შესაბამისად, წელიწადში, საშუალოდ, 14 დღე და 0,1 დღე). კაცებში სახლის დალაგებაზე დახარჯული დრო, სხვადასხვა ასაკში უმნიშვნელოდ იცვლება.

ყველაზე ნაკლებად, სახლის დალაგებით, ქალები 18-24 წლის ასაკში არიან დაკავებულები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ასაკის ქალების დახარჯული დროც კი, მნიშვნელოვნად აღემატება 45-54 წლის ასაკის კაცების მიერ სახლის დალაგებაში დახარჯულ ყველაზე დიდ დროს. რომ დავაზუსტოთ, 18-24 წლის ქალები წლის განმავლობაში სახლის დალაგებაში 7,6 დღეს ხარჯავენ, ხოლო 45-54 ასაკობრივი კატეგორიის კაცები - 0.9 დღეს.


„თუ ამ საქმიანობაზე დახარჯულ დროს მთელი ცხოვრების განმავლობაში დავითვლით, აღმოჩნდება, რომ ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 65 წლამდე ქალს სახლის დალაგებაზე, საშუალოდ, 1 წელი და 73 დღე აქვს დახარჯული, კაცს კი - მხოლოდ 28 დღე,“ - აღნიშნულია კვლევაში. 

„აიფიემ კვლევებს“ მსგავსი გამოკითხვა 2006 წელსაც აქვს ჩატარებული. სქესის მიხედვით ანალიზმა აჩვენა, რომ ამ აქტივობასთან მიმართებით გენდერულ როლებს ცვლილება პრაქტიკულად, არ განუცდიათ. კაცების მიერ სახლის დალაგებაზე დახარჯული დრო უმნიშვნელოდ არის გაზრდილი 45-54 წლის კაცებში.



კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება