სიახლეები


„მოსწავლეებს გვავალდებულებენ, რომ დამკვირვებლების კვების ფული შევაგროვოთ,“ - რა ხდება სკოლებში გამოსაშვებ გამოცდებზე
21-05-2018
-
+


„მოსწავლეებს გვავალდებულებენ, რომ დამკვირვებლების კვების ფული შევაგროვოთ,“ - ამის შესახებ Etaloni.ge-ს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ უთხრა. თუმცა მან ვინაობისა და სკოლის დასახელებისგან თავი შეიკავა. როგორც მან აღნიშნა, თანხა შარშანაც აკრიბეს:

„ყოველ წელს ასეა. შარშან 5 ლარი დავდეთ თითოეულმა მოსწავლემ. წელს პრეტესტზე 15-15 ლარი დავდეთ ორმა კლასმა (სულ ორი პარალელი ვართ). 2 გამოცდა ჩვენ გვევალება და - 2 პარალელს. ფული ჯერ არ აგვიკრებია, რადგან ბოლო ზარის თანხიდან მოგვრჩა რაღაც ნაწილი, მაგრამ დამატება მაინც მოგვიწევს, დაახლოებით თითოეულ მოსწავლეს - 5-5 ლარის, “ - აღნიშნა ერთ-ერთი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ ჩვენთან საუბრისას.

როგორც მე-12 კლასის მოსწავლე გვეუბნება, მსგავსი ფაქტი უცხო არც სხვა სკოლებისთვისაა. მეტიც, ის ამბობს, რომ დამკვირვებლების კვებისთვის თანხას არამხოლოდ მის ქალაქში, არამედ სხვა ქალაქშიც აგროვებენ:

„ჩემს უბანში სამი სკოლაა და სამივეგან ანალოგიური სიტუაციაა. მხოლოდ ჩემს ქალაქში არ ხდება ასე. მეგობრები მყავს, რომლებიც სხვა ქალაქში ცხოვრობენ და მათაც თქვეს, რომ დამკვირვებლების კვებისთვის კლასში თანხას აგროვებენ.“

აღნიშნულ ფაქტს კიდევ ერთი სკოლის მოსწავლე გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს კომენტარი დაუწერა, რომ მის სკოლაშიც აგროვებენ თანხას დამკვირვებლებისთვის.



ჩვენ დავინტერესდით, იციან თუ არა აღნიშნული ფაქტების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ. 

„არავის მოუმართავს, რომ მათ სკოლაში მგავსი რამ ხდება. ამის შესახებ ინფორმაცია, არ გვაქვს,“ - აღნიშნეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი აცხადებენ, რომ ყველა სკოლა დღესვე მკარცად გაფრთხილდება, რომ გამოცდებთან დაკავშირებით არანაირი საბაბით არ შეაგროვოს თანხა:

„გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებული რაიმე ადმინისტრაციული თუ ლოჯისტიკური პროცესის ფულის შეგროვების საბაბად გამოყენება სკოლის მიერ კატეგორიულად დაუშვებელია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შემუშავებული აქვს დეტალური ინსტრუქცია, რომლის დაცვა აუცილებელია ყველა მონაწილისთვის. მეთვალყურეებს აქვთ მკაცრი მითითება გამოცდის განმავლობაში ქცევის წესებთან დაკავშირებით. თუ რომელიმე სკოლაში დაფიქსირდა წესებიდან გადაცდომა (მაგ. დირექტორის მიერ თანხის შეგროვება რაიმე, გამოცდებთან დაკავშირებული საბაბით) აუცილებლად უნდა გვაცნობოთ, რომ ოპერატიულად მივიღოთ ზომები. თუ თქვენს ინტერესებში შედის საკითხის მოგვარება, დაუყოვნებლივ მოგვწერეთ (info@naec.ge) ან დაგვირეკეთ (2473333),“ - აღნიშნავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება