სიახლეები
ეტალონი

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები თავიანთ შვილებზე izrune.ge-სთან ერთად ზრუნავენ
10-05-2018
-
+


ანასტასია და დავით ჯაფარიძეები თურქეთში ცხოვრობენ. მათი მშობლები ქალაქ ანკარაში დიპლომატიური მისიით არიან. ბავშვები ამერიკულ სკოლაში სწავლობენ. ანასტასია მე-3 კლასშია, მისი ძმა დავითი კი - მე-2-ში. ამერიკული სკოლის სისტემა ქართულისაგან ძალიან განსხვავდება. როგორც მათი დედა თეა ბარამიძე აღნიშნავს, იმისათვის, რომ ბავშვებმა მომავალში ქართულად შეძლოდ სწავლის გააგრძელება, მათ ახალი საიტი Izrune.ge მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:

Izrune.ge ძალიან სასარგებლო პროექტია. განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებიც არ სწავლობენ ქართულ სკოლაში, რადგანაც ამ საიტზე ხელმისაწვდომია კითხვები არა მხოლოდ ქართულ ენაში, არამედ სხვა საგნებშიც, ბავშვები ეცნობიან ახალ ტერმინებს, რაც მათ ხელს შეუწყობს მომავალში  ქართულად გააგრძელონ სწავლა.

 

Izrune.ge 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე შექმნილი მოსწავლეთა ინოვაციური სააგანმანათლებლო პორტალია. საიტი ინტერნეტ-სივრცეში 2017 წლის ოქტომბერში გამოჩნდა და როგორც საქართველოში მცხოვრები მოსწავლეებისა და მშობელების, ასევე საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების ყურადღება მალევე მიიქცია.

ჯაფარიძეების ოჯახი Izrune.ge-ზე ერთი თვის წინ დარეგისტრირდა. როგორც ანასტასიასა და დავითის დედა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ბავშვები ტესტებზე ხალისითა და დიდი ინტერესით მუშაობენ.

„ინფორმაცია ამ საიტის შესახებ ჩვენმა მასწავლებელმა,  თინათინ გოგიაშვილმა მოგვაწოდა და გვირჩია ბავშვებისთვის. ერთი თვეა, რაც დავრეგისტრირდით Izrune.ge-ზე. ჯერ საცდელად ერთთვიანი პაკეტი გავააქტიურეთ, ბავშვების დაინტერესების შემდეგ კი ათთვიანი პაკეტი შევიძინე. ისინი ხალისით მუშაობენ და მათთვის ეს სასარგებლო შრომაა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ენის დაუფლებაში ძალიან გვეხმარება ონლაინ გაკვეთილები, რომლებიც სისტემატიურად ტარდება განათლების სამინისტროს მიერ.“

ანასტასიასა და დავითის მსგავსად, დღეს ბევრი ბავშვი იმყოფება საზღვარგარეთ და არა აქვს საშუალება, სრულფასოვნად დაეუფლოს ქართულს. მათთვის და მათი მშობლებისთვის Izrune.ge ნამდვილი აღმოჩენა და დიდი მხარდაჭერაა. საიტი ხელს შეუწყობს ქართველ ბავშვებს, რომ მუდმივად იყვნენ ქართულ სივრცეში და გაუადვილდეთ განათლების ქართულ სისტემაში დაბრუნება...

თუ თქვენც ემიგრაციაში ხართ და Izrune.ge-ში ჯერ კიდევ არ ჩართულხართ, გაიარეთ რეგისტრაცია დღესვე და ინდივიადუალური ტესტების საშუალებით იზრუნეთ, რომ თქვენი შვილები ქართულად აზროვნებას მიეჩვიონ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება