მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების დევიზი ჯანსაღ ცხოვრებაზე და წარმატებული ველორბოლა
მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა. VIII-XI კლასის მოსწავლეებმა ველორბოლა დევიზით: „ჯანსაღი ცხოვრების წესით და უსაფრთხო ტრანსპორტით ვუფრთხილდებით დედამიწას“ მოაწყვეს.
აქციას მე-4 კლასის ხელმძღვანელი ნინო წაქაძეც გამოეხმაურა და მე-4 კლასის მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზო დაასუფთავა.
დაუფთავების შემდეგ კი მოსწავალეებმა და მასწავლებელმა სკოლის ეზოში სხვადასხვა სახეობის ყვავილი დარგეს.
იხილეთ ფოტოები