მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს უფრთხილდებიან
მოხის საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია ჩაატარეს.
მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაალაგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანია ბუნების მოფრთხილება და ამ საკითხში მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.
„სახალისო აქცია გამოვიდა, მოსწავლეები ფიზიკურად დაიტვირთნენ და ბუნებასაც არგეს,“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლა მსგავსი აქციების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.
იხილეთ ფოტოები