რისკენ მოგვიწოდებენ ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეები
ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
აქციაში უმცროსკლასელები მონაწილებდნენ.
„ნუ დააბინძურებ გარემოს“ - მოუწოდებდნენ ისინი სკოლის პერსონალს და მოსახლეობას.
„უახლოეს დღეებში გამაფრთხილებელ ნიშნებსაც დავამზადებთ, რათა ყველამ ნახოს რომ გარემოს დაბინძურება არ შეიძლება“- აცხადებენ სკოლაში.
ხცისის საჯარო სკოლა მადლობას უხდის აქციის მონაწილეებს.
იხილეთ ფოტოები