მე-20 საუკუნის უდიდესი ავსტრო-გერმანელი მწერლის ყველაზე პოპულარული მოთხრობა - „უცნობი ქალის წერილი“
30-01-2018
დაკოპირებულია
-
+
„უცნობი ქალის წერილი” მე-20 საუკუნის უდიდესი ავსტრო-გერმანელი მწერლის, შტეფან ცვაიგის, ყველაზე პოპულარული მოთხრობაა. მთელი მოთხრობა ერთი წერილია - ცნობილ მწერალზე შეყვარებული უცნობი ქალის გულიდან ამოთქმული და ათრთოლებული ხელით დაწერილი წერილი.
ვინ არის ეს ქალი? - ბნელით მოსილი, ვნებით შეპყრობილი გოგონა წარსულიდან თუ, უბრალოდ, იდუმალი, უცნობი ქალი? ქალი, ვისთვისაც საყვარელ მამაკაცთან მორიგი შეხვედრისას ყველაფერი ნაცნობი და ამავე დროს, გამაოგნებელად ახალია.