სიახლეები
სიახლეები

ახალი პროექტი სკოლებში თებერვლის ბოლოს დაიწყება - დეტალებზე ლია გიგაური საუბრობს
22-01-2018
-
+


ახალი პროექტი „ევრიკა“ საპილოტე რეჟიმში ყველა სკოლაში ერთდროულად თებერვლის ბოლოდან ამოქმედდება.

თავდაპირველად ონლაინ გაკვეთილები მხოლოდ 5 საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტორიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს ჩაუტარდებათ. ახალი სასწავლო წლიდან კი მასში მე-7 და მე-8 კლასელებიც ჩაერთვებიან.  

„ევრიკა“ არის ონლაინ გაკვეთილების ციკლი, რომლის მიზანი მოსწავლეების სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლება გახლავთ. ჩვენ მეცნიერებთან შევთანხმდით, რომ თითოეული გაკვეთილი იქნება საინტერესო და სახალისო. ყველა ასეთ გაკვეთილზე მოსწავლეები გააკეთებენ ახალ-ახალ აღმოჩენებს კონკრეტული მეცნიერებისა თუ საგნის შესახებ,“ - აღნიშნულის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღნიშნავენ, სკოლები ონლაინ გაკვეთილებისთვის ტექნიკური თვალსაზრისით მზად არიან. ეტაპობრივად გაიზრდება საგნების რაოდენობაც. ონლაინ გაკვეთილები ჩაიწერება და სამინისტროს ვებ გვერდზე დაიდება, რათა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტების სკოლების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა მოხდება. მოსწავლეებს გაკვეთილებს პროფესორ-მასწავლებლები ონლაინ რეჟიმში ჩაუტარებენ, რაც საშუალებას იძლევა, რომ საქართველოს ყველა სკოლაში გაკვეთილები ერთდროულად ჩატარდეს. 

პროექტის მთავარი ამოცანაა, რომ მოსწავლეებს მეცნიერებისადმი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნებისადმი ინტერესი გაუღრმავდეთ. გაკვეთილებს სკოლის პედაგოგებიც დაესწრებიან, რაც მათი პროფესიული განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.  


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება