სიახლეები
სკოლები

შოთა უგრეხელიძე - ლანჩხუთელი ფეხბურთელის წარმატებული კარიერის დასაწყისი მილანის საფეხბურთო კლუბში
10-01-2018
-
+


9 იანვარი წარმატებული ლანჩხუთელი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი დღე გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი შოთიკო უგრეხელიძე მილანის ახალგაზრდული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. 

მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ინფორმაცია Etaloni.ge-ს ფეხბურთელის დეიდამ, ჯუგაანის სკოლის დირექტორმა, მარიამ ბოლაშვილმა შეატყობინა. მისი თქმით, ფეხბურთისადმი სიყვარული მათ ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა. შოთას ბიძა, წლების განმავლობაში კიევის „დინამოში“ წარმატებული და უცვლელი მოთამაშე იყო. სწორედ ჯუგაანის სკოლა დაამთავრა შოთა უგრეხელიძემაც. 

შოთა უგრეხელიძე თბილისში დაიბადა. ფეხბურთის თამაში მან ჯერ კიდევ პატარა ასაკში დაიწყო. დაახლოებით 7-8 წლის შოთა ლანჩხუთის „გურიაში“ ჩაირიცხა. მამის გარდაცვალების გამო საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია. ჯერ დეიდასთან სიღნაღში გადავიდა, სადაც განათლება მიიღო, შემდეგ კი თბილისში ჩამოვიდა, სადაც ფეხბურთის თამაში აქტიურად გააგრძელა. შოთა თბილისის N35 სკოლის გუნდში თამაშობდა. 

ამ გზამ შოთა უგრეხელიძე მილანის ახალგაზრდულ ნაკრებამდე მიიყვანა. დედასთან იტალიაში გადასვლის შემდეგ მას ფეხბურთის თამაში არ შეუწყვიტავს და ახლა ის მილანის ახალგაზრდულ ნაკრებში უკვე ოფიციალურად ირიცხება.  

ჯუგაანის საჯარო სკოლა წარმატებას უსურვებს შოთას მსოფლიოს დიდ ფეხბურთში.

შოთა უგრეხელიძე ფოტოზე ქვედა რიგში მარცხნიდან მეორეა. 

იხილეთ ფოტო

კომენტარები


სკოლები
მოსწავლეები კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სასწავლო ტურებში
ღონისძიებაში მონაწილეობდა როგორც აკურის საჯარო სკოლის ასევე თელავის ფოლკლორული გუნდი

ბავშვებმა გორის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და უფლიციხე მოინახულეს.


სიახლეები
შეხვედრას თბილისის საჯარო სკოლების დირექტორები და მშობლები ესწრებიან
შეხვედრას თბილისის სკოლების დირექტორები და მშობლები ესწრებიან
პროფესიული განათლების მისაღებ პროგრამებზე რეგისტრაცია 19 ოქტომბერს სრულდება
2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საგნების ტესტების მაქსიმალური ქულები და  ჩატარების განრიგი ცნობილია.
საინტერესო
ეს ბიბლიოთეკა არაერთხელ ფიგურირებდა სხვადასხვა ფილმებში
წელს ფრანკფურტის რიგით 70-ე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა 
Microsoft-ის დამფუძნებელი მილიარდიან ქონებას ბილ და მელინდა გეიტსის საქველმოქმედო ფონდს გადასცემს
ვინ შეიძლება იყოს 5 წლის ბიჭუნას საყვარელი პიროვნება?  

ეტალონი
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტური ამჯერად საგარეჯოს 
ინტელექტ-ჩემპიონატში საგარეჯოს გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ

ინტელექტ-შეჯიბრში საგარეჯოს რაიონის ყველა სკოლიდან 70 რჩეული მოსწავლე მონაწილეობს



ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.


მე ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ, რადგან ეს არის ეროვნული საქმე
საზოგადოება