სწრაფად სწავლის მარტივი ხერხები
6 საინტერესო რჩევა, რომელიც სწავლის პროცესს დააჩქარებს:
1. მოძებნეთ სწავლისთვის შესაფერისი გარემო.
თუ სიმყუდროვეში და სიმშვიდეში სწავლა უფრო გიადვილდებთ, არ დაიწყოთ მეცადინეობა ხმაურიან ადგილას.
2. ჩაინიშნეთ ძირითადი თეზისები.
ჩანიშვნები დაგეხამრებათ მარტივად დაიმახსოვროთ ძირითადი საკითხები.
3. ასოციაციები გიგიადვილებთ დამახსოვრების პროცესს.
როცა ახალ მასალას ეცნობით, შეადარეთ იგი რამეს ან დაუკავშირეთ რაიმე მოვლენას.
4. ტვინს, როგორც სხეულს სჭირდება ვარჯიში.
მაგალითად, ავარჯიშეთ ტვინი ახალი ლექსების დაზეპირებით.
5. იკითხეთ რაც შეიძლება მეტი.
კითხვა ავითარებს გონებას. რაც უფრო მეტ წიგნს წაიკითხავთ, მით უფრო მარტივად გაიგებთ რთულ საკითხებს.
6. პრაქტიკულად განახორციელეთ თეორიულად ნასწავლი მასალა.
ეს დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.