ახალშენის N1 საჯარო სკოლის კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ
16-11-2017
დაკოპირებულია
-
+
ახალშენის N1 სკოლაში კონკურსი ხელოვნებაში ჩატარდა. ხელოვნების კონკურსში ერთმანეთს მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ.
როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებს შემოდგომის პეიზაჟები ნახატის სახით უნდა წარმოედგინათ: „გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები, რომლებმაც დირექციის მხრიდან მადლობა და სიგელები დაიმსახურეს.“