''ნინო მასწავლებელო, გადმოგვეცით ცოდნა და როდესაც გავიზრდებით, დაგიფასებთ შრომას'' - მეშვიდეკლასელის ლექსი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს
09-11-2017
დაკოპირებულია
-
+
''ნინო მასწავლებელო, გადმოგვეცით ცოდნა და როდესაც გავიზრდებით, დაგიფასებთ შრომას''... ეს ლექსი მეშვიდეკლასელმა გიორგიმ თავის საყვარელ ნინო მასწავლებელს მიუძღვნა. „რა შეუძლიათ ლექსებს“ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დაწერა გიორგი აბრამიშვილმა ლექსი, რომელითაც მასწავლებლის მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატა. სასიამოვნო საჩუქრის ადრესატმა, „საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახ. სკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნინო დევნოზაშვილი-შაინიძემ აღნიშნა, რომ მოსწავლის ლექსმა გული გაუთბო.