დეხვირის სკოლაში მოსწავლეებმა საველე ექსკურსიის ფარგლებში, ისტორიული ადგილები მონახულეს
12-10-2017
დეხვირის სკოლა მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში. 

სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო პროექტი განახორციელეს - საველე ექსკურსია, რომელიც ითვალისწინებდა ისტორიული ადგილების მონახულებას და შემდეგ შთაბეჭდილებების გადმოცემას ესეები სახით.

ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახეულეს: აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, კაცხის სვეტი, აკაკის ძიძისეული სახლი სოფელ სავანეში, დედათა მონასტერი ქალაქ ჭიათურაში.

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, პროექტმა მიზანს მიაღწია:

''ბავშვებმა ისტორიული ადგილები მოინახულეს, გაეცნენ ზემო იმერეთის გეოგრაფიულ მდებარეობას და ლიტერატურაშიც გაიღრმავეს ცოდნა. პროექტი შედეგიანი გამოდგა.''

კომენტარები


სიახლეები
პრეტესტი ჩატარდება 28 ოქტომბერს და მასში  მონაწილეობა ნებაყოფლობითია
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდმა გენერალური შტაბის გუნდი ანგარიშით 34:19 დაამარცხა
სკოლები
''მხიარული სტარტები'' სკოლის თვითმმართველობის წევრების ხელმძღვანელობით გაიმართა
სკოლაში კვირაში ერთხელ იმართება ერთი ფილმის ჩვენება
საინტერესო
ყურადღება გაამახვილეთ არა მის პიროვნებაზე, არამედ მის ქცევაზე
გერმანული დიფთონგი ei ქართულში ყველგან აი-თი უნდა გადმოიცეს