საქართველოს წარმომადგენლები Worldskills-ის საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას
საქართველო პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველო აღნიშნულ შეჯიბრში უკვე მესამედ მონაწილეობს და საკუთარ წარმომადგენლებს შვიდ პროფესიაში წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ აბუ-დაბიში, პროფესიული უნარების (Worldskills) 44-ე საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება.