სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

როდიდან დაიწყება სკოლებში ''მე და საზოგადოების'' სწავლება და რომელი საგნის პედაგოგს ექნება ამ საგნის სწავლების უფლება?
10-09-2017
-
+


''სკოლებში საგნის ''მე და საზოგადოება'' სწავლება 2018-2019 სასწავლო წლიდან დაიწყება,'' - ამის შესახებ Etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ განუცხადა. 

''საგანი ოფიციალურად სკოლებში შედის 2018-2019 სასწავლო წლიდან, როგორც მთლიანად განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმა. საგანს მე-3, მე-4 კლასის მოსწავლეები ისწავლიან, შემდეგ კლასებში კი (მე5, მე-6 კლასებში) გარძელდება საგნით ''ჩვენი საქართველო''. ეს არის საზოგადოებრივ-მეცნიერებათა ჯგუფის საგანი, რაც გულისხმობს, რომ მასში ინტეგრირებულია ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება. თუმცა მე და საზოგადოებაში მაინც წამყვანი კომპონენტი არის სამოქალაქო განათლება,'' - აღნიშნა მარიამ ჩიქობავამ.

- რომელი საგნის პედაგოგს შეუძლია ასწავლოს საგანი ''მე და საზოგადოება''?

- ამ საგნის სწავლება შეუძლია იმ მასწავლებელს, რომელიც მოსწავლეს შედეგზე გაიყვანს. ჩვენთვის მთავარი ეს არის. ეს შეიძლება იყოს, ძირითადი საგნის მასწავლებელი ან დაწყებითის პედაგოგი და თან თუ იგი დამრიგებელია, მით უფრო კარგია, თუმცა შესაძლებელია, იყოს სამოქალაქოს პედაგოგი, ან ისტორიის პედაგოგი.

- სახელმძღვანელოების შედგენის პროცესი რა ეტაპზეა?

 - სახელმძღვანელოებზე თქვენ იცით, რომ გამოცხადდა კონკურსი გაზაფხულზე, არა მხოლოდ ამ საგნისთვის, ზოგადად სხვა საგნებისთვისაც. ავტორები მუშაობენ და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე საავტორო ჯგუფი მუშაობს ამ საგნისთვისაც, დაახლოებით 7-8 საავტორო ჯგუფზეა საუბარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაინტერესება საკმაოდ მაღალია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კარგ სახელმძღვანელოებს შექმნიან. ოქტომბრის შუა რიცხვებში სახელმძღვანელოებს წარმოადგენენ სამინისტროში განსახილველად და უკვე მომავალი წლიდან ის სახელმძღვანელოები, რომელიც შეირჩევა, შევა სკოლებში.

საგანი ''მე და საზოგადოება'' მოსწავლეს ამზადებს საზოგადოებრივი მეცნიერებების დისციპლინების - ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების - შესასწავლად. სასწავლო კურსის ცენტრშია მოსწავლე და მისი გარემომცველი სამყარო, რომლის შემეცნებაც საგნის სწავლა-სწავლების პროცესში სხვადასხვა თემის დამუშავების გზით ხორციელდება. მოსწავლის წინაშე თანმიმდევრულად წარმოჩნდება მასზე მოქმედი სოციალური გარემო.

საგანს - ''მე და საზოგადოება'', სტანდარტის მიხედვით, შემდეგი მიზნები აქვს:

  • მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; ასევე:
  • დაეხმაროს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში;
  • ხელი შეუწყოს სოციალიზაციასა და თვითგამოხატვის უნარის განვითარებაში;
  • გააცნობიერებინოს, რომ თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება სამშობლოს სიყვარული;
  • გამოუმუშაოს გარემოში ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედების უნარი;
  • ასწავლოს ზრუნვა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოების დაცვაზე;
  • განუვითაროს სხვადასხვა ტიპის კატასტროფების შემთხვევაში ადეკვატურად მოქმედების უნარი; 
  • ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბოს ეთიკა და ზნეობრივი ღირებულებები.
საზოგადოებრივი მეცნიერებების წლიური პროგრამები კლასების მიხედვით

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება