აქვს თუ არა უფროს მასწავლებელს 15 საათის მოთხოვნის უფლება?
18-07-2018
დაკოპირებულია
-
+
აქვს თუა არა უფლება უფროს მასწავლებელს მოითხოვოს 15 საათი და თუ არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვა, რა ზომებს უნდა მიმართოს? Etaloni.ge ამ კითხვებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, უფროს მასწავლებელს აქვს უფლება მოითხოვოს 15 საათი: „უფროს მასწავლებელს სრული უფლება მოითხოვოს 15 საათი. თუმცა მიიღებს თუ არა, მასწავლებელი ამ რაოდენობის საათს სკოლაში, ეს დირექტორის გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ეს საკითხი დირექტორის პრეროგატივაა და ამას ვერც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ვერც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი ვერ გადაწყვეტს,'' - განმარტავენ მასწავლებლის სახლში.