სიახლეები
საინტერესო

საქართველოს სკოლებში 2017-2018 სასწავლო წელი დღეს დაიწყო - გაიგეთ, როდის იწყებენ სწავლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
15-09-2017
-
+


დღეს სკოლებში ახალი, 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო. 2010 წლიდან საქართველოში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. ევროპის ქვეყნებშიც სწავლა, ტრადიციულად, სექტემბერში იწყება.

პირველ სექტემბერს მიდიან სკოლაში ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ბელგიაში, უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვენიაში. ფინეთში, დანიაში, გერმანიასა და შოტლანდიაში მცხოვრებ მოსწავლეებს კი ნაკლებად გაუმართლათ - ისინი აგვისტოდან სწავლობენ.

იტალიელებს განრიგი რეგიონების მიხედვით აქვთ. მაგალითად, ბევრი სკოლა სწავლას 14 სექტემბერს იწყებს, ალტო-ადიჯეში - 7 სექტემბერს იწყება, ტრენტინოში - 1-ლში. ზაფხული იტალიაში 22 სექტემბრამდე გრძელდება და ზაფხულში ბავშვები სკოლაში არ დადიან.

15 სექტემბერია სწავლის დაწყების თარიღი ბულგარეთსა და რუმინეთში, საფრანგეთში - 3 სექტემბერი, საბერძნეთში კი - 11 სექტემბერი.



ფოტოზე: გაკვეთილი იტალიის სკოლაში


აშშ-სა და კანადაში სექტემბრის პირველ კვირას იწყებენ სწავლას. ცენტრალურ და ლათინურ ამერიკაში ზამთარი მაშინ იწყება, როცა ჩვენთან ზაფხული შემოდის. შემოდგომა კი მარტის დაწყებას ემთხვევა. ამის მიხედვით, მეცადინეობის დასაწყისი არგენტინაში, კოსტა-რიკასა და ბრაზილიაში თებერვლის დასაწყისშია. ჩილეში სკოლის კარები 1-ელ მარტს იღება. ცენტრალურ ამერიკაში რაიმე კანონზომიერების დანახვა ძნელია. გვატემალაში სწავლა იანვრის მეორე ორშაბათს იწყება, ჰონდურასში - პირველ აგვისტოს. მექსიკაში კი 2 სექტემბერს მიიჩქარიან ბავშვები სკოლისკენ.



ფოტოზე: აგრენტინელი მოსწავლეები 

1-ლ სექტემბერს იწყებენ სწავლას აზიაში - ჩინეთში, მონღოლეთში, ლაოსში, ტაივანში.  ზოგ ქვეყანაში გაზაფხულს მიიჩნევენ სწავლის დაწყების პერიოდად. მაგალითად, სამხრეთ კორეაში 3 მარტს იწყებენ, ინდოეთში - აპრილის დასაწყისში. ზოგიერთ შტატში კი სულაც ივნისის შუაგულში. იაპონიის სასწავლო დაწესებულებები მუშაობას იწყებენ 1 აპრილს, ტაილანდში - მაისში, ახალი წლის ზეიმის მერე. ფილიპინელი მოსწავლეები კი ივნისის დასაწყისში მიდიან სკოლაში.

ისრაელში სწავლას 1-ლ სექტემბერს იწყებენ. ირანში - 22-23 სექტემბერს, ხოლო ეგვიპტეში - 15-დან 24 სექტემბრამდე.

აფრიკის ბევრ ქვეყანაში სექტემბერია სწავლის დაწყების დრო. მაგრამ ტანზანიაში სასწავლო წელი იანვარში იწყება, სამხრეთ სუდანში კი - 20 მარტს.



ფოტოზე: აფრიკელი მოსწავლეები

ავსტრალიაში სწავლის დაწყება ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს უკავშირდება, რომელიც 26 იანვარს აღინიშნება. სწავლა კი მეორე დღეს - 27 იანვარს იწყება. ახალ ზელანდიაშიც 27 იანვარია სასწავლო წლის პირველი დღე, თუმცა ზოგ სკოლაში, მშობლების თხოვნით, სასწავლო წელი ზოგჯერ თებერვლის დასაწყისში იწყება.

ასეთი მრავალფეროვანია სწავლის დაწყების პირველი დღე მსოფლიოში.

2017-2018 სასწავლო წლის კალენდარი

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება