სიახლეები
სიახლეები

ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, ვინც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არ გამოცხადდა
05-07-2017
-
+


6 და 7 ივლისს აბიტურიენტები ზოგ უნარებში აბარებენ გამოცდას. ზოგადი უნარების გამოცდა ისევე როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, 2 სესიად ჩატარდება.

პირველი ნაკადის აბიტურიენტებისთვის რეგისტრაცია 09:00-ზე დაიწყება, მე-2 ნაკადის აპლიკანტებისთვის კი 14:00-ზე. თითოეულ სესიაზე 9 ათასზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

ზოგადი უნარების გამოცდაზე გასვლას ის აპლიკანტებიც შეძლებენ, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არ გამოცხადდნენ.

''იმ აბიტურენტებს, რომლებიც არ გამოცხადდენ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ვურჩევ, რომ ზოგადი უნარების გამოცდაზე მოვიდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს აბიტურიენტები უმაღლესში ვერ მოხვდებიან'', - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივა მინდაძემ.

Etaloni.ge-ს კითხვაზე, როდის იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების შედეგები, ივა მინდაძემ გვიპასუხა:

''აბიტურიენტების ნაშრომების შესწორება ახლა იწყება. შედეგებს აგვისტოს პირველ დეკადაში გამოვაქვეყნებთ.''

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მთელი საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება