სიახლეები
სიახლეები

''უსამსახუროდ დიპლომით სახლში ჯდომა პრესტიჟული არ არის'' - ალექსანდრე ჯეჯელავა
26-06-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ''იმედის კვირაში'' დასაქმების პრობლემის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ აბიტურიენტები პროფესიის არჩევისას ბაზრის მოთხოვნას არ ითვალისწინებენ:

''შარშანდელი მონაცემებით, ახალგაზრდების 75%, ვინც სკოლა დაამთავრა, უმაღლეს განათლებაში წავიდა, 25% კი - პროფესიულ განათლებაში. შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილების განაწილება კი პირიქითაა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ახალგაზრდები და მათი ოჯახები დავიყოლიოთ, ავუხსნათ, უსამსახუროდ დიპლომით სახლში ჯდომა არ არის პრესტიჟული, შრომა არის პრესტიჟული და ამ გაგებით, პროფესიული განათლება - არის კარგი.

მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ახალგზარდები თვითდასაქმებაზე იყვნენ ორიენტირებულები:

''ზოგ პროფესიაში 100%-იანი დასაქმება გვაქვს. მაგალითად ბარმენები, სასტუმროს ადმინისტრატორები, გიდები. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ზუსტად ის ვასწავლოთ სადაზღვეო აგენტს იქნება, ჟურნალისტს, მკერავსა თუ დიზაინერს, რაც სჭირდება დამსაქმებელს და მესამე რაც ძალიან მთავარია, არის თვითდასაქმებაზე ორიენტაცია. ძველი სისტემა, რომელიც საბჭოურიდან მოდის, თავში უდებს სტუდენტსა და მოსწავლეს - ''შენ სამსახური უნდა იშოვო''. მთელი ევროპა დღეს თავის მოსწავლეებს ეუბნება, რომ სამსახურის შოვნას ჯობია, სამსახურის შექმნა. ჯერჯერობით მეც, პრემიერსაც და ყველას, ვინც ამაზე ვსაუბრობთ, მოგვდის ასეთი შინაარსის მესიჯები - ''თქვენი შვილები გაგზავნეთ პროფებში, ჩვენს შვილებს თავი დაანებეთ'', ''ჩემი შვილი ექიმი უნდა გახდეს, ჩემი - იურისტი'' და ა.შ. ჩვეულების დარღვევა ჩვენს ქვეყანაში ადვილი არ არის, ამიტომ ამას დრო დასჭირდება,'' - აღნიშნა მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება