სკოლა-ლიცეუმში ''ცოდნა'' ღონისძიება ''მომავალი ექიმების რჩევები'' გაიმართა
13-06-2017
დაკოპირებულია
-
+
„მომავალი ექიმების რჩევები“- ასე ეწოდება ღონისძიებას, რომელიც სკოლა-ლიცეუმში „ცოდნა“ ჩატარდა. ღონისძიებაში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა სხვადასხვა დაავადების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს და ამ დაავადებების თავიდან აცილების გზებსა და პრევენციის მეთოდებზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მედიცინის მიღწევებზეც და განმარტეს რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.