სიახლეები
სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროექტის - ''ცოდნის მძებნელნის'' ჩემპიონები გამოვლინდნენ
22-05-2017
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილების ინიციატივითა და ხელმძღვანელობით 17 მაისს უკვე მეცხრეჯერ შედგა პროექტის ,,ცოდნის მძებნელნი'' რაიონული საფინალო შეჯიბრება, რომელშიც რაიონის 11 საჯარო სკოლის სასკოლო საგნობრივ კონკურსებში გამარჯვებული 70 ფინალისტი მონაწილეობდა. 

თითოეულმა მონაწილემ საგნების მიხედვით მაღალი შედეგები აჩვენა, ცაგერის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის განათლებისა და კულტურის განყოფილება მადლობას უხდის პროექტში მონაწილე თითოეული სკოლის დირექტორსა და ყველა მასწავლებელს.

მუნიციპალიტეტის გამგეობის პროექტის - ,,ცოდნის მძებნელნის’’ ჩემპიონები კი გახდნენ:

1. მათემატიკაში - ჩორგოლიანი მარი / ლაილაში /
2. ბიოლოგიაში - მეგრელი ნინო /გიმნაზია /
3. ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ჩორგოლიანი მელანო /ლაილაში / და სილაგაძე ვალერი - / ლასურიაში /
4. გეოგრაფიაში - ყურაშვილი მიხეილ / გიმნაზია /
5. ისტორიაში - ჩაჩხიანი ვახტანგ /ლაილაში /
6. რუსულში - ქლიბაძე გიგა /ლაჯანა /
7. ინგლისურში - მეიფარიანი ბერიკა /ლასურიაში /
8. ქიმიაში - ჯანაძე ლიკა / ორბელი /
9. ფიზიკაში - ჩაჩხიანი ვახტანგ /ლაილაში /

გამარჯვებული მოსწავლეები საგნის მასწავლებლებთან ერთად დაჯილდოვდნენ უფასო 3 - დღიანი ექსკურსიით მათთვის სასურველ მხარეში.


ანალოგიურად დაჯილდოვდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც 60% იანი სავალდებულო ზღვარი გადალახეს და თითო ქულით ჩამორჩნენ გამარჯვებულებს.

ესენი არიან: 

1.ხმელილიძე ქრისტინე /ქიმია / გიმნაზია
2 კვირიკაშვილი ნატო /ქიმია/ - ქვ.ცაგერი
3. ჩარკვიანი გიორგი /მათემატიკა / - ბარდნალა
4. გიორგობიანი მარი /ბიოლოგია / - ლაილაში
5. ომანაძე ანა / ქართული /- ზუბი
6. ხაბულიანი თამარ /ისტორია/ - ბარდნალა
7. გიორგობიანი მარი /ისტორია / - ლაილაში
8. ახვლედიანი ცოტნე / გეოგრაფია / - გიმნაზია
9. მეგრელი ნინი /ფიზიკა / - გიმნაზია

''ახალ წარმატებებს ვუსურვებთ საამაყო ,,ცოდნის მძებნელებს’’. მადლობა ჟიურის უცვლელ წევრებს: კახა სვანიძეს, გოგი კვირიკაშვილს, ბელა საღინაძეს, ია ჭოხონელიძეს. მადლობა მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ რევაზ ბენიძეს პროექტის მხარდაჭერისა და ბავშვების გულის გახარებისთვის.'' - ცაგერის მუნიციპალიტეტი.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება