სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლომების დრო მოდის, აღმავლობის პერიოდი იწყება - ლომების, კირჩხიბების და ქალწულების გარდა, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ განსაკუთრებულად
22-07-2019
-
+


აღზევების და აღმავლობის პერიოდი იწყება. მშვიდი პერიოდია და შესაძლებლობები ყველას მეტი მიეცემა - ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. მისი თქმით, ივლისის თვეში 2 მნიშვნელოვანი პერიოდია 23 და 28 რიცხვებში. 23-ში მზე გადადის ყველაზე დიდი სიყვარულის მქონე, იმპერატორთა ლომის ზოდიაქოს ნიშანში, 28-ში კი სიყვარულის პლანეტა ვენერა შეუერთდება.  

ლომის კეთილშობილება, კომუნიკაბელურობა, საყვარლისადმი ლტოლვა, ლტოლვა შვილებისადმი და მათი აღზრდისადმი წამოიწევს წინა პლანზე. ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი მოიმატებს. ლომი მოიტანს ნეგატივსაც - მოიმატებს ეგოიზმი, პრეტენზიულობა სხვათა მიმართ, ფულის უყაირათო ხარჯვა, სულსწრაფობა, სიზარმაცისკენ მიდრეკილება, დროის ტარება. თუმცა, მოიმატებს პომპეზურობა და არტისტიზმი თითოეულ ზოდიაქოს ნიშანში.

ამის შემდეგი კვირა ოდნავ გართულდება, 4 აგვისტოს შემდეგ კი აგვისტოს ბოლომდე მშვიდი სიტუაცია იქნება.

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს:

ვერძს სასიკეთო პერიოდი აქვს.  სხვებს არ უნდა დაუჯეროს და საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოს. 

კუროს მეტი ყურადღება მართებს ემოციის მიმართ. სამაგიეროდ, ფინანსური მდგომარების გაუმჯობესების და ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერების შანსები აქვს. ასევე აქვს სხვა პერსპექტივებიც.

ტყუპები ცოტა დაწყნარდება. ნდობის ფაქტორი გაუძლიერდება ადამიანების მიმართ. კარიერული პერსპექტივები აქვს და მატერიალური მდგომაროება გაუუმჯობესდება.

კირჩხიბებმა არ უნდა დაკარგონ ეს კვირა, წლის განმავლობაში ეს კვირა ერთ-ერთი საუკეთესოა მათთვის. ძალიან კარგი პერიოდია კარიერული განვითარებისთვის, პირადი ურთიერთობისთვის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, კრეატიულობის გამოვლენისთვის. ეს კვირა ყველაზე ძლიერი და სასიკეთოა კირჩხიბებისთვის, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა დონეზე.

ლომების დრო მოდის. არნახულად მიმზიდველები იქნებიან პირადი ურთიერთობებისთვის, თავგადასავლებისთვის. საუკეთესო პერიოდია უცხოეთთან კონტაქტისთვის, კარიერული განვითარებისთვის, თქვენი ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენისთვის. შარმი, მიზიდულობა - ყველაფერი მატულობს. ეს  პერიოდი ძალიან კარგია ძველი პრობლემების გასარკვევად, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ლომებო მთელი თვე თქვენია, ამიტომ იაქტიურეთ. აგვისტოში არ დაისვენოთ, იმიტომ რომ ყველაზე კარგი, პერსპექტიული, ნაყოფიერი პერიოდი გაქვთ. დაისვენეთ, როცა მეფეები ისვენებდნენ - სექტემბერში.

ქალწულები უკეთ იგრძნობენ თავს, ენერგოტონუსი მაღალი აქვთ. თუ რამე პრობლემა ჰქონდათ სახლში ან სამსახურში, ყველაფერს გადაწყვეტენ. მფარველი ანგელოზი გადის სწორედ მათ ზოდიაქოს ნიშანს, ამიტომ სასიამოვნო მოულოდნელობების დროა. თვითონ რომ ვერ ხვდებიან, ისე შეიძლება გადაწყდეს კარგი საკითხი, რომელიც აქამდე ვერ წყდებოდა ვერაფრით ან უცბად მიიღონ საინტერესო წინადადება სამსახუროებრივი წინსვლის კუთხით. შეიძლება, ლატარიაშიც მოიგონ ფული.

სასწორი ენერგიულია, შარმიანია, შემოქმედებითი მონაცემები აქვს მაღალ დონზე. ყველაზე კარგი იდეები აქვს. პირად ურთიერთობებს კარგად ალაგებს. სოციუმთან უფრო მეტად ხდება კონტაქტური და კომუნიკაბელური.

მორიელს არ უნდა იყოს ზედმეტად სარკასტული და ზედმეტად პირდაპირი, ცოტა მეტი დიპლომატიურობა მართებს. ფინანსური კუთხით, ახალ იდეების, ახალი კონტაქტებისთვის კარგი პერიოდია, შანსები კარგი აქვს და უნდა გამოიყენოს ეს პერიოდი.

მშვილდოსანი კრეატიული, აქტიური ენერგიული, შემტევი გახდება. კარგი პერიოდი ეწყება მოგზაურობისთვის, უცხოეთთან კონტაქტისთვის, პირადი ურთიერთობებისთვის, ბიზნესისა და კარიერული წინსვლის კუთხით.

თხის რქა ფინანსური საკითხების მიმართ უნდა იყოს ყურადღებით. ინტუიციას უნდა დაუჯეროს. ენერგოტონუსი მაღალი აქვს. ურთიერთობების მოწესრიგებას შეძლებს. მთლიანობაში, მშვიდი პერიოდი აქვს.

მერწყულისთვის საუკეთესო პერიოდი იწყება. ის, რაც წინა პერიოდში უშლიდა ხელს, აღარ შეუშლის. ურთიერთგაგება მატულობს. შანსი აქვს საინტერესო ადამიანების გაცნობის, ასევე, მოგზაურობისთვის აქვს კარგი პერიოდი. შესაძლებლობები პოზიტიური და მრავალფეროვანი ექნება.

თევზებს კარგი პერიოდი აქვს. აქტიურები და ენერგიულები არიან. ინტუიციაში გაუმართლებთ. ყველა საქმეში გელით გამართლება - პირად ურთიერთობებში, სამსახურში და ა.შ.

ვრცლად იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


სკოლები
იგი 20  წელზე მეტია მასწავლებელია და მათგან 15  წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის
მისი პედაგოგიური პრაქტიკა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით გამოირჩევა
სიახლეები
etaloni.ge გთავაზობთ სასწავლო წლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას:
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საიტი განაახლა
თუ არჩევანი არ აქვს აბიტურიენტს გაკეთებული სამწუხაროდ ვერსად ვერ ჩაირიცხება
პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიული ცოდნის განვითარებას, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვას
საინტერესო
სკოლა პიროვნებას იმ უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც შემდგომ დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს
სამთვიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასკოლო პროცესზე ადაპტაცია მოსწავლეებს უჭირთ
ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს
ასევე არ დაგავიწყდეთ სკოლის მოსწავლისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა
ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება