კვათანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასასრულს მრავალფეროვანი ღონისძიება წარმოადგინეს
16-07-2019
დაკოპირებულია
-
+
აბაშის მუნიციპალიტეტის, კვათანის საჯარო სკოლის I-IV კლასის მოსწავლეებმა 2018-2019 სასწავლო წლის დასასრულს ღონისძიება გამართეს.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლამაზი და მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - მათ შორის ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.