სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელ სამ ზოდიაქოს ნიშანს ემუქრება ამ კვირაში ფინანსური პრობლემები - მიხეილ ცაგარელი გვაფრთხილებს
11-07-2019
-
+


„ეს კვირა ძალიან მძიმეა, მაგრამ არავითარი პანიკა და შიში, მთავარია სიფრთხილე“ - ამბობს მიხეილ ცაგარელი ვრცელ ასტროლოგიურ პროგნოზში.

„ამ პერიოდში გელოდებათ მეგობრებთან კონფლიქტები, დაშორება, საქმეში შეფერხებები, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ კიდევ გავდივართ დაბნელების დერეფანს. ცოტაც უნდა მოვითმინოთ, ეს ხომ ყველაზე კრიზისული კვირაა. მაგრამ 20 ივლისის შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა დამშვიდდება.“

ვერძზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს დაბნელებების დერეფანი. საერთოდ ვერძი ვერ გრძნობს კარგად თავს კირჩხიბის პერიოდში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წნევის ცვალებადობას. თავს იჩენს თავის ტკივილი და უძილობა. კონფლიქტებია სამსახურეობრივ სფეროში და ასევე თავს იჩენს ფინანსური ხარჯები და ტრამვების ალბათობა. სამყარო გცდით მოთმინებაზე, ნუ ატეხთ კონფლიქტს და ნუ მოშლით ხალხს ნერვებზე.

კუროსთვის არადამახასიათებელი გაღიზიანება იჩენს თავს. პრობლემებია კუჭ-ნაწლავის ამბავში. თქვენი მხრიდან აგრესია გამოიწვევს საპასუხო რეაქციას. არავითარი ახალი საქმიანი პროექტები და ახალი სამსახური. ვერ გამოავლენთ იმ თვისებებს რაც გაგაჩნიათ. დაძაბულია ოჯახური სიტუაცია, დიპლომატიურად იმოქმედეთ პარტნიორულ სიტუაციაში.

ტყუპებს ძირითადად ფინანსური პრობლემები ემუქრებათ. დაისვენეთ, ნუ გადაიტვირთებით, გამოავლინეთ თქვენი საფირმო დიპლომატია. არ მიიღოთ მონაწილეობა სამსახურეობრივ ინტრიგებში და ჭორებში. შეიძლება დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდეთ და ახალ სამსახურს დაუწყოთ ძებნა. მაღალია პარტნიორთა მხრიდან ღალატის ტენდენცია.

კირჩხიბი მაღალი ენერგოტონუსით არის, მაგრამ რამდენად გაუმართლებს გარემოზეა დამოკიდებული. დაბნელების დერეფანი ხელს უშლის იდეების განხორციელებაში და გარშემომყოფებმა დასტრესონ. საქმიანი პარტნიორები გამოცდას უწყობენ თქვენს მოთმინებას და პარტნიორი ეცდება თქვენს გამოყენებნას საკუთარი მიზნების ასასრულებლად.

ლომებს ახლა აქვთ ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი. ეს თქვენ ემოციურ გაღიზიანებას იწევს. შეიძლება ადვილად გაცივდეთ და გადაიღალოთ. მოერიდეთ სარისკო ბიზნეს-პროექტებს. მატულობს კონკურენციის მომენტი. ყურადღება მიაქციეთ რა ხდება თქვენს ზურგს უკან. გართულდება მგზავრობა და მოგზაურობა, შეფერხებაა საკომუნიკაციო სფეროშიც.

ქალწულის ენერგოტონუსი მაღალია, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში. ყურადღებიანი და ფრთხილი უნდა იყოთ, როგორც სახლში ისე სამსახურში. წინასწარ გათვალეთ თქვენი ნებისმიერი ნაბიჯი და ამით სერიოზულ პრობლემებს აირიდებთ თავს. სიფრთხილე გამოიჩინეთ მგზავრობის დროს. ავტომანქანა უნდა იყოს სრულ წესრიგში.

სასწორებს ბევრი საქმე და ფსიქოლოგიური არასტაბილურობა ელოდებათ. ერთი საქმე დამთავრდება და იწყება მეორე. გამონახეთ დრო დასვენებისთვისთვის. მიეცით დრო ორგანიზმს რომ აღიდგინოს ენერგია. მოერიდეთ კულისებსმიღმა ინტრიგებში მონაწილეობას. ნუ გახსნით იდეებს კოლეგებთან ურთიერთობისას, თორემ აუცილებლად მოიპარავენ თქვენგან.

მორიელს კონფლიქტების ალბათობა ეზრდება, განსაკუთრებულად უფროსი თაობის ადამიანებთან. სიფრთხილე გამოიჩინეთ მოგზაურობისას და ნუ იჩქარებთ მოქმედებებში. იყავით ფრთხილი და უფრო მეტად აუვლით გვერდს პრობლემებს. ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ კონფლიქტებისგან თორემ ეს კიდევ გააუარესებს თქვენს კარიერულ შესაძლებლობებს.

მშვილდოსნებს ფინანსური ხარჯი ელოდებათ. ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე და გაითვალისწინეთ რომ არ აღმოჩნდეთ ფინანსურ აფიორაში. მალე თქვენი დროც მოვა, განსაკუთრებულად 20-20 ივლისის შემდეგ და ნელ-ნელა დაალაგებთ ურთიერთობებს ყველა სფეროში.

თხის რქები შესაძლებელია კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ და ეს ადმაიანებისადმი თქვენს კეთილგანწყობას გააუარესებს. შეიძლება საბაჟო ინპექციასთან ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებულმა თემებმა შეიძლება წამოიწიოს წინა პლანზე.

მერწყულებისთვის რთული პერიოდია. როგორც გინდათ ისე არ გამოდის ყველაფერი. თან ირგვლივმყოფებისგან გარკვეული პრესის ქვეშ ხართ. სირთულეები შეიძლება გქონდეთ ფინანსებთან დაკავშირებით. ჩართეთ ინტუიცია, რომ, გვერდი აუაროთ ამ წყალქვეშა დინებებს.

თევზები შედარებით უფრო აქტიურები და ენერგიულები ხართ, მაგრამ საერთო სიტუაცია გაიძულებთ რომ სხვათა მითითებით იმოქმედოთ.  გამოავლინეთ შემოქმედებითი ნიჭი სათანადოდ, თორემ სხვადასხვა სახის ცდუნებების წინაშე აღმოჩნდებით. ძალიან ფრთხილად ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებთან. ნუ დაუჯერებთ ადვილად უცნობ ადამიანებს.


კომენტარები


სკოლები
სკოლის აღსაზრდელები კონფერენციაზე თემით - შოკოლადის ქიმია წარდგნენ
საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა
ნინო მაზიაშვილმა კურსის ფარგლებში შეისწავლა დებატების ხელოვნება
კონკურსი ღვთისშვილთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა
 
 
 
 
 
 
 
 
 
ექსკურსიის მიზანი იყო ისტორიული ძეგლების მონახულება და მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარება.
სიახლეები
ტესტების პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა გამოცდებზე გამოყენებული ტესტები
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ტერიანის კულტურის ცენტრი“ 2001 წელს დაარსდა
საინტერესო
დიეტოლოგები ასახელებენ პროდუქტებს, რომლებსაც ბავშვებისთვის სასარგებლოდ შეცდომით ითვლება
კომფორტული გარემო მოსწავლეებთან თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნით, ურთიერთობის და ურთიერთგაგების აწყობის საშუალებას იძლევა
ამის გასარკვევად ფოტოგრაფმა ჰანა ვაიტეიკერმა მსოფლიოში იმოგზაურა, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა თუ როგორ საუზმობენ ბავშვები პლანეტის სხვადასხვა ნაწილში
ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს?
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება