სიახლეები
სიახლეები

„საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს“ - სოფო გორგოძე
01-07-2019
-
+


2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართული ენისა და ლიტერატურის საგანში აბარებენ.

გამოცდების დაწყება მიულოცა აბიტურიენტებს  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ და აღნიშნა რომ ამ ეტაპზე ყველა საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს პროცესი.

„პირველ რიგში ვულოცავ აბიტურიენტებს ამ დღეს და მათ ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ. საგამოცდო პროცესი დაიწყო როგორც კი 9 საათი გახდა. საბედნიეროდ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით N103 საჯარო სკოლაში არც ერთ აბიტურიენტს არ დაუგვიანია. ჯერჯერობით ყველაფერი წესებისა და პროცედურების დაცვით მიმდინარეობს მოგვიანებით შემოგთავაზებთ სტატისტიკას მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენი იყო დაგვიანების პროცენტული რაოდენობა.

ჩვენ სხვა ცენტრებიდან გვაქვს ამ ეტაპზე ინფორმაცია რომ ყველაფერი მშვიდად და წყნარად მიმდინარეობს და ყველგან დაიწყო საგამოცდო პროცესი“,-განაცხადა სოფო გორგოძემ.

სოფო გორგოძემ აღნიშნა, რომ წელს გაგრილების სიტემა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მხოლოდ ხულოს საგამოცდო ცენტრში არ იქნება.

„გაგრილების სიტემა არის ყველა ცენტრში გარდა ხულოს ცენტრისა, რადგან იქ მხოლოდ დილის სესიაა და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე დილით არ არის საჭირო გაგრილების სისტემა, შესაბამისად მხოლოდ ამ ცენტრში არ დამონტაჟდა“,-განაცხადა გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ წელს ცვლილებები ოთხ საგანს შეეხო, მომავალ წელს დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით კი ინფორმაცია ცნობილი 2019 წლის ეროვნული გამოცდების დასრულებისთანავე გახდება.

„სიახლე შეეხო ოთხ საგანს. მცირე ცვლილებებია ფორმატში და ეს ცვლილებები მოცემულია აბიტურიენტების ცნობარში. გარდა ამისა, როგორც აქამდე ვაცხადებდით, გრანტის გაცემის წესში არის ცვლილებები: თუ აბიტურიენტი 2-ზე მეტ არჩევით საგანს ირჩევს, ერთ-ერთში წარუმატებლობის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში თუ ის ვერ გამოცხადდება ერთ-ერთ არჩევით გამოცდაზე, ის არ კარგავს გრანტის მიღების შანსს. ეს არის წელს სიახლე.

გამოცდები რომ დასრულდება დეტალურად ვიტყვით სიახლეების შესახებ. ახლა რომ რაიმე განცხადება გავაკეთო, ვშიშობ, რომ წლევანდელი აბიტურიენტები შეიძლება შეცდომაში შევიყვანო. გამოცდების ფორმატი მომავალ წელსაც იგივე იქნება და ისევ ცენტრალიზებულად ჩატარდება. ცვლილებები გამოცდების რაოდენობას შეეხება და სავალდებულო საგნების ნუსხაში იქნება ცვლილება“,-განაცხადა სოფო გორგოძემ.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება