სიახლეები
სკოლები, ეტალონი

„Izrune.ge სივრცეა, სადაც ცოდნითა და მოტივაციით ჩვენი წარმატებული მომავალი იქმნება“ - გაიცანით დები ქებაძეები თბილისის N167 საჯარო სკოლიდან
30-06-2019
-
+


Izrune.ge თავისი ოჯახის წევრების წარმატებას ყოველთვის სიამაყით გაცნობთ და მათ წახალისებას მრავალმხრივ ცდილობს.

დღეს გვსურს, საქართველოს მასშტაბით მეექვსეკლასელთა შორის საუკეთესო შედეგების მქონე, თბილისის N167 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ქებაძე გაგაცნოთ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ანას და, მეშვიდეკლასელი  ნინო პორტალის ძალიან აქტიური და წარმატებული წევრია.

Izrune.ge გოგონების ოჯახსა და სკოლას მადლობას უხდის ქვეყნის ბედნიერი მომავლის აღზრდისთვის და მათ წარმატებულ გამოცდილებას გიზიარებთ:

 „ოჯახში ყოველთვის გამორჩეულად ველოდებით ტესტების დღეს, გოგონები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკითხებს და ყურადღებით პასუხობენ კითხვებს, შემდეგ ერთად ვიძიებთ დამატებით მასალას და ვიღრმავებთ ცოდნას. პორტალთან ერთად მათ სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი გამოიმუშავეს და ხალისით აგრძელებენ სწავლას,-“ აღნიშნავს დედა, ეთერ კობიაშვილი.

თავად ანასა და ნინოსთვის Izrune.ge სივრცეა, სადაც ცოდნითა და მოტივაციით მათი წარმატებული მომავალი იქმნება:

„პორტალზე მიღებულ ცოდნას ვაჯამებთ და საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ. ტესტების გავლის დროს ერთმანეთს ხელს არ ვუშლით, თუმცა შემდეგ აქტიურად განვიხილავთ მოსულ საკითხებს და ერთმანეთს გამოცდილებასა და წარმატებას ვუზიარებთ. იმედია, ბოლო შემაჯამებელ ტესტშიც მოვიპოვებთ დიპლომებს და მომავალ სასწავლო წელს უფრო საინტერესოდ გავატარებთ Izrune.ge-სთან ერთად.“

ანას დამრიგებელი ნათია წიკლაური პორტალთანსთან ერთად განვლილ სასწავლო წელს ეფექტურად აფასებს და მომავალში მეტი წარმატების იმედი აქვს:

„სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად ვხედავ, როგორ გაიზარდნენ და მრავალმხრივ განვითარდნენ ჩემი ბავშვები. შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი ტესტებით ოჯახი, ბავშვი და სკოლა დაახლოვდა. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად მუშაობა ისწავლეს და ლოგიკური აზროვნება განივითარეს, ნასწავლი ეფექტურად შეაჯამეს და მეტი წინსვლისთვის ემზადებიან. ძალიან მიხარია, რომ Izrune.ge წარმატებულ მოსწავლეებს ახალისებს, ანა ბრწყინვალე გოგონაა, ათოსანი და უზომოდ მოწესრიგებული, ძალიან კულტურული და პასუხისმგებლობიანი. ასეთივეა მისი და ნინოც, ბედიერებაა ასეთი შვილების ყოლა. 2018-2019 სასწავლო წლის ბოლო შემაჯამებელ ტესტს მოსწავლეები მოუთმენლად ელიან, ისინი კიდევ ერთ წარმატების დიპლომს შემატებენ თავიანთ კოლექციას და სექტემბრიდან „გზა ევროპისკენ“ და „წიგნიერების დღის“ ინოვაციურ მიდგომებს გაიზიარებენ.“

ნინოს კლასის მზრუნველი დამრიგებელი ნონა სვანიშვილი გახლავთ, რომელიც საგანმანათლებლო ინოვაციებს მიესალმება და მოსწავლეთა სწავლისადმი ინტერესით მოხარულია:

„მივესალმები პროექტებსა და აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეთა შემეცნებისკენ და მოტივაციის ამაღლებისკენაა მომართული. ჩვენ აქტიურად ვერთვებით Izrune.ge-ში და ვიზიარებთ მის წარმატებას. ნინო არაჩვეულებრივი მოსწავლეა, მრავალ ოლიმპიადაში ასპარეზობს, მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს და პასუხისმგებლობით ეკიდება სწავლას. პორტალთან ერთად ახალგაზრდები მრავალმხრივ იზრდებიან და ვითარდებიან, მომავალი წარმატებებისთვის საჭირო უნარებს იძენენ. იმედი მაქვს, რომ ბავშვები წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნას ბოლო შემაჯამებელ ტესტში ეფექტურად მოუყრიან თავს და სექტემბრიდან მეტი შემართებით გააგრძელებენ წინსვლას.“


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება