სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გახანგრძლივდება თუ არა ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების განთავსების ვადა?! - მანანა რატიანი პედაგოგებს პასუხობს
13-06-2019
-
+


მასწავლებლები ელექტრონულ სისტემაში პროფესიულ საქაღალდეში დოკუმენტების განთავსების ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით, მასწავლებლებს დოკუმენტების განთავსება ელექტრონულ სისტემაში 2018 წლის 20 დეკემბრიდან 2019 წლის 24 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ.

პედაგოგები მასწავლებელთა სახლს აღნიშნული ვადის გახანგრძლივების მიზეზად სკოლებში ინტერნეტის პრობლემას ასახელებენ და ცენტრს ვადის თვის ბოლომდე გადადებას სთავაზობენ.

Etaloni.ge გთავაზობთ სოციალურ ქსელში მასწავლებლების გამოხმაურებას:

-„იმედია, გახსოვთ, რომ სკოლებში აღარც კომპიუტერები შემორჩა და აღარც გამართული ინტერნეტი. ვინც სოფლებში ვმუშაობთ, შუქიც ხშირად არ გვაქვს. ამიტომ თუ უფრო მეტად არა, იქნებ თვის ბოლომდე გააგრძელოთ ვადა“.

-„მადლობა შეხსენებისთვის. მაგრამ, ალბათ, ცნობილია თქვენთვის, რომ ელექტრონულ ბაზაში მუშაობა შეუძლებელია მთელ რიგ სკოლებში ინტერნეტის გაუმართაობის გამო უკვე ორ კვირაზე მეტია. იქნებ გაითვალისწინოთ ეს ფაქტი“

-„ეს ბრძანება მაშინ დაიწერა, როცა ინტერნეტი იყო სკოლებში. ახლა მისალმების შემდეგ მასწავლებლები ინტერნეტს მოიკითხავენ. იმედია, ატვირთვის ვადას თვის ბოლომდე გადასწევენ“.

-„ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი გურიის და მთელ რიგ სკოლებში ალბათ ცნობილია თქვენთვის.იქნებ გაითვალისწინოთ ეს ფაქტი", - წერენ მასწავლებლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, მანანა რატიანს დავუკავშირდით, რათა მისგან გაგვეგო შესაძლებლი იყო თუ არა ვადის გახანგრძლივება.

როგორც რატიანმა გვითხრა, აღნიშნული ვადის შესახებ მასწავლებლებმა დიდი ხანია იციან, შესაბამისად ვადა არ გახანგრძლივდება.

„არავითარ შემთხვევაში, არ გადაიწევს ვადა, რადგან შეფასების ჯგუფმა დროულად უნდა დაიწყოს მუშაობა. შემდეგ მასწავლებლები შვებულებაში გადიან და შეფასების ჯგუფში არიან ასევე მასწავლებლები, რომლებსაც ასევე სჭირდებათ დასვენება. მასწავლებლებმა ამ ვადის შესახებ დიდი ხნის წინ იცოდნენ, რამდენიმე დღის წინ მათ უბრალოდ შევახსენეთ ამის შესახებ“, - განაცხადა მანანა რატიანმა.

ცნობისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანება, მასწავლებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში დოკუმენტების განთავსების ვადას ეხებოდა 2018 წლის 17 დეკემბერს გამოქვეყნდა.






იხილეთ ბრძანება:


კომენტარები


სკოლები
მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების ბიომრავალფეროვნების, დასახლების ტიპებისა და მეურნეობის დარგების განვითარების შესახებ ისაუბრეს
კონფერენციის თემა იყო - ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი და ხარისხიანი განათლება“
გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც გამოცდების წინ ენერგიას შეგმატებენ.
სიახლეები
გრიფირებული სახელმძღვანელოები მომავალ სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის ითარგმნება
შერჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული
ახალი სასწავლო წლიდან შესაძლოა, მე-7 კლასში რუსული ენის ძველი სახელმძღვანელოები დარჩეს
საინტერესო
ჩვენს ორგანიზმს რა თქმა უნდა, აქვს უნარი, ებრძოლოს ტოქსინებს
თუ რომელ ენას მიანიჭოთ უპირატესობა, თავად ბავშვი გიკარნახებთ, უფრო ზუსტად, მისი შესაძლებლობები
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართება
საზოგადოება