„ჩვენი სამშობლო საქართველოა“ - მანავის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღეს სპექტაკლი მიუძღვნეს
07-06-2019
დაკოპირებულია
-
+
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მანავის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სპექტაკლი მიუძღვნეს.
V ა კლასის მოსწავლეებმა პერფომანსი „ჩემი სამშობლო საქართველოა“ წარმოადგინეს.
ნიჭიერმა ახალგაზრდებმა საქართველოს დიდებული მეფეებისა და გმირების როლი ღირსეულად მოირგეს და პატივი მიაგეს მათ, ვისი ძალისხმევითაც ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოვიდა.