„დედამიწა ჩვენი სახლია“ - ჭოგნარის საჯარო სკოლის ეზოში მცენარეები დარგეს
ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჭოგნარის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე ორიგინალურად აღნიშნეს.II-III-IV კლასებში პედაგოგების: ქ. ქარქაშაძის, ს.ელიავასა და ლ. აბდალაძის ინიციატივით ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „დედამიწა ჩვენი სახლია“.
მოსწავლეებმა დიდი მონდომებით, მხატვრულად და თემატურად მაისურებით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება გარემოსადმი.
აქტივობის დასასრულს, მათ მასწავლებლებთან ერთად სკოლის ეზოში ყვავილები და ხეები დარგეს.
იხილეთ ფოტოები