სიახლეები
სიახლეები

„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“  7 ივლისს სტარტს აიღებს
15-05-2019
-
+


ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა შორენა ცინცაბაძემ 2015 წელს „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“ დააარსა. ასოციაციის ძირითადი პროექტია - „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ (MISA), რომელიც წელს უკვე მეხუთედ ჩატარდება თბილისსა და ბათუმში.

7 ივლისს საღამოს 19:00 სთ-ზე თბილისში კონცერტს უმასპინძლებს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, (დირიჟორი გიორგი ჟორდანია).

წლევანდელ  საზეიმო  მარათონზე  უკვე მეორედ წარსდგება საქართველოს  ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი.

ბათუმის ღონისძიება (MISA GRAND PRIX 2019) 20 ივლისს საღამოს 19:00 საათზე ჩატარდება საზაფხულო თეატრში. საქართველოს  ახალგაზრდული სიმფონიურ  ორკესტრს უხელმძღვანელებს დირიჟორი-გიორგი რევიშვილი. თბილისისა და ბათუმის გარდა ღონისძიებებს უმასპინძლებს საქართველოს სხვა ქალაქებიც მათ შორის რუსთავი (3 ივლისი), მცხეთა (12 ივლისი), ქუთაისი (17 ივლისი), ჩოხატაური (18 ივლისი). ღონისძიებებზე დასწრება არის თავისუფალი.

MISA-ს ფარგლებში მსოფლიოში ცნობილი პროფესორებისა და მუსიკოსების მიერ ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ლექცია-სემინარები, ორკესტრის რეპეტიციები და მასტერკლასები-„ნანა იაშვილი (ვიოლინო, გერმანია), სვეტლანა უსაჩოვა (რუსეთი, ჰობოი), ანდრეი შამილანოვი (რუსეთი, ფაგოტი) მალიკა მუხიტდინოვა (ყაზახეთი, ფლეიტა), მაესტრო ჟან - პიერ შმიტი (აშშ-საფრანგეთი),  ხავიერ ოვიედო (საქსაფონი, აშშ) და ანდრეი კორობეინიკოვის ლექცია-კონცერტი „სკრიაბინის საფორტებიანო სონატები“.აქ ახალგაზრდა მუსიკოსები გაეცნობიან პროფესიონალების  მუსიკალურ გამოცდილებას.MISA-ს მიზანია, დღევანდელ მუსიკალურ სცენაზე აღმოაჩინოს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები, დახვეწოს მათი შემოქმედებითი უნარები და დაეხმაროს კარიერულ წინსვლაში.

MISA-ს უმთავრესი მიზანია ქართველ ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების საშუალებით.  MISA-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი ხელს შეუწყობს ქვეყნის სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის ახალი კადრების აღმოჩენას და ღირსეულად შეასრულებს საქართველოს კულტურული ელჩის მისიას.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება