ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“ გაიმართა
15-05-2019
დაკოპირებულია
-
+
ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში თამარობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება - „ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ V-X კლასის მოსწავლეები და სკოლის პედაგოგები.
საქართველოში თამარობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 31 იანვარს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თამარის მიცვალებას აღნიშნავს და 14 მაისს მისი ხსენების დღეს.