სიახლეები
ეტალონი

''ეტალონის'' შესარჩევმა ტურმა აფხაზეთის სკოლების დიდი ინტერესი გამოიწვია
24-03-2017
-
+


აფხაზეთის სკოლებში ''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის 12-ვე სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.  

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.     
 
მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების სამმართველოს მთავრი სპეციალისტი ეკატერინე ბჟანია აღნიშნავს, რომ ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში მოსწავლეთა ჩართულობა ძალიან მაღალი იყო:

''ეტალონის'' შესარჩევ ტურს აფხაზეთის მე-12 და 1-ლ სკოლებში (ორივე სკოლა ზუგდიდშია) დავესწარი. მინდა აღვნიშნო, ძალიან ბევრი მოსწავლე ჩაერთო ამ პროექტში, ბავშვები მოტივირებულები და მონდომებულები იყვნენ. როგორც ''თამამზე'' ასევე ''მამულიშვილზე'' იყო განაცხადი. აფხაზეთის 1-ლ სკოლაში დასკვნით ეტაპსაც დავესწარი, სადაც ტრენერმა მოსწავლეთა ნამუშევრები გაასწორა, როგორც ვიცი, საკმაოდ კარგი შედეგებია. ''ეტალონს'' ყოველთვის კარგი გამოხმაურება აქვს სკოლებში და წელსაც არანაკლები მონაწილეობა და დაინტერესება იყო.''

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს"ეტალონ მოსწავლეებს".     

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება