სიახლეები
სიახლეები

როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ
16-04-2019
-
+


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი 15 აპრილს, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. მეხანძრეებმა შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა შეძლეს.

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. არ დაზიანებულა ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი წმინდა ლუის ტუნიკა. რელიკვიები საეკლესიო საცავებში ინახება და მათ არაფერი ემუქრებათ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა  იუნესკო-მ უკვე გამოთქვა.

წინასწარი ვერსიით, ტაძარში ხანძარი მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი, რომელიც XII-XIV საუკუნეებში აშენდა, კუნძულ სიტეზე მდებარეობს.  

theview.jpg

უცხოური მედიაში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს ხანძრის შედეგად ტაძრის რა ნაწილი განადგურდა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება